22:24 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 11:21:56, 1644 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას დადებითად აფასებს

"მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკით კმაყოფილია“,-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში  ჰენრი კერალმა ჟურნალისტებს  ყოფილი პრემიერ-მინისტრის  ბიძინა ივანიშვილის მიერ  გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. 
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის  გაკეთება არ შეუძლია, რადგან ბიძინა ივანიშვილისა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან  შეხვედრას მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. 
„მსოფლიო ბანკი არ ესწრებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრას, ამიტომ კონკრეტულ შეფასებას ვერ გავაკეთებთ. ჩვენთვის უცნობია რა შინაარსის საუბარი იყო მათ შორის. ის  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ბან კის მონეტრაული პოლიტიკით, რომელიც მან ბოლო პერიოდში მთავრობასა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გაატარა , კმაყოფილები ვართ“,-აღნიშნა ჰენრი კერალმა. 
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა  განაცხადა,  რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას პირადი შეხვედრისას სთხოვა,  არ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics