22:07 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 11:09:20, 835 ნახვა

საზოგადოება
მერია ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩის ბოლომდე 1-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას. 

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება  ახალი, თანამედროვე განათებები“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics