20:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 18:28:13, 1176 ნახვა

კომენტარი
დავით ზალკალიანი: სენატორი მაკკეინი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში მუდამ საქართველოს გვერდით იდგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის  გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით  ღრმა მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა მის ოჯახსა და ამერიკელ ერს.

 „პატივს მივაგებთ სენატორ მაკკეინის ხსოვნას. ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდი იყო მისი სიმპათია და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში ის მუდამ საქართველოს გვერდით იყო. მას არ დაუკარგავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა 2008 წლის შემდეგაც და მუდმივად, ყველა მის საჯარო განცხადებაში, მიმართვაში ის ყოველთვის აფიქსირებდა ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ბუნებრივია, ის იყო ამერიკის ერთერთი ყველაზე ღირსეული, გამოჩენილი პილიტიკოსი და ბუნებრივია მისი ხსოვნა მუდმივად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics