|
2018-08-27 10:32:12, 632 ნახვა
რეგიონი
პრინტის საერთაშორისო ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა
პრინტის საერთაშორისო ფესტივალის „LIFE - N - STYLE" ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში, არტ-კაფე "ბოტანიკომ" გამოფენას უმასპინძლა, სადაც თბილისსა და ზუგდიდში ჩატარებული სერიგრაფიის ერთთვიანი ვორქშოფების ფარგლებში ქართველი და უცხოელი არტისტების შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. ახალგაზრდებთან ერთად ნამუშევრები ისეთმა ცნობილმა ხელოვანებმა შექმნეს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტების გარდა, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან აერთიანებს. პრინტის საერთაშორისო ფესტივალი - „LIFE - N - STYLE" საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარებისთვის ხელშეწყობაა. ხელით ბეჭდვის მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. „DO OR DO NOT" – „თუ აკეთებ გააკეთე" - წლევანდელი ფესტივალის თემაა. პრინტის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში 22 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის დასრულების შემდეგ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება.
(R)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)