17:03 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-25 11:03:10, 614 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარების ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას სწავლობენ

სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა ჯგუფი გურიაში თხილნარებსა და ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში შექმნილ ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას სწავლობს.

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნიგოეთი, გვიმბალაური, ჭყონაგორა, ჩოლობარგი, ჩიბათი) ფერმერთა ნაკვეთებიდან, ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის და ბოსტნეული კულტურების ნიმუშები აიღეს. ზუსტი დიაგნოსტირების საფუძველზე შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რათა მომავალში ფერმერებმა მცენარის სრულყოფილად დაცვა შეძლონ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამოიცა ფენოკალენდარული სქემა, სადაც გაწერილია თხილის წამლობის პერიოდები, პრეპარატები და მათი სწორი გამოყენება. ფენოკალენდარული სქემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერებს უკვე დაურიგდათ.

მკვლევართა ჯგუფის მიერ თხილნარების და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლა დაგეგმილია ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics