05:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 16:58:12, 487 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი ადეიშვილზე: სადაც უნდათ იქ დანიშნონ

„დანიშნონ სადაც უნდათ. რატომ გვაშფოთებს ეს საკითხი“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზურაბ ადეიშვილის ოდესის ოლქის მთავარ პროკურორად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. 
რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებაში დანიშნულ საქართველოს ყოფილი პირველი პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „მართლმსაჯულების სისტემამ რაც შეეძლო ის გააკეთა“. 
„რაში სჭირდებათ ეს ხალხი, დანიშნონ სადაც უნდათ, რა პრობლემაა. იმუშაონ, თუ კი სამსახურს მისცემენ, რა პრობლემაა, რატომ გვაშფოთებს ეს საკითხი, წავიდნენ და იმუშაონ, თუ კი ვინმე დაპატიჟებთ.  რაც შეეხება მათ პასუხისმგებლობას, ქართულმა საზოგადოებამ, სამართალმა, მთავრობამ, ყველამ ერთად  რეაგირება გააკეთა მათ დარღვევებზე, ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ რაც შეძლო, ის გააკეთა... ის, რომ  ევროპასა და ამერიკაში ასე იოლად ხელი არ მიუწვდება,  ესეც უნდა გავაცნობიეროთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა. 
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. ზურაბ ადეიშვილი კი, შესაძლოა ოდესის მთავარ პროკურორად დაინიშნოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics