|
2018-08-21 18:32:15, 1090 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა მალოპოლსკას სავოევოდოსთან თანამშრომლობას იწყებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის მალოპოლსკას რეგიონს სტუმრობს. ოფიციალურ დელეგაციას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. პოლონეთის რესპუბლიკაში 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას წარმოადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები როგორც მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალთან, იაცეკ კრუპასთან, ასევე, მალოპოლსკას რეგიონული განვითარების სააგენტოებისა და ბიზნეს ცენტრის წარმომადგენლებთან. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულება. დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან ავიაციის მუზეუმს და დაესწრებიან ქალაქ კრაკოვის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ პრეზენტაციებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდე გაგრძელდება. (NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)