|
2018-08-21 12:33:08, 581 ნახვა
რეგიონი
ლატვიელი ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ
აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ლატვიელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემი და მთიანი აჭარა. ისინი ასევე, გაეცნენ ადგილობრივ ფოლკლორს, სამზარეულოს და დაესწრნენ დელფინების შოუს ბათუმის დელფინარიუმში. ლატვია აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ორი წლის წინ დაიწყო. სარელამო აქტივობები ძირითადად, გარე რეკლამას, აქტიურ ონლაინ რეკლამას, პრეს-ინფოტურების შედეგად რეგიონში ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მომწვევას ითვალისწინებს. მზარდია აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებიც ლატვიიდან, რაც მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით 24%-იან ზრდას გულისხმობს. 2018 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს, რაც სატელევიზიო რეკლამას, გარე რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრეს და ინფოტურების ორგანიზებასა და საერთაშორისო გამოფენებში აჭარის რეკლამირებას ითვალისწინებს. (NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)