16:22 - 19 Aug, 2026
|
2018-08-21 12:01:39, 648 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა
დღეს მსოფლიოს მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სახელით მორწმუნეებს დღესასწაული შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ნიგაზეულის, ფურტიოს, ელვაურის და ჭვანის მეჩეთებში მიულოცა და ტკბილეული მიუტანა. ყურბან-ბაირამისადმი მიძღვნილ ლოცვას მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე ომარ ტაკიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღესასწაული შუახევში მოქმედ ყველა მეჩეთში მიულოცეს. ტრადიციის თანახმად დღესასწაული 3 დღეს გრძელდება. მუსლიმები დღესასწაულზე მსხვერპლშეწირვის გარდა ტრადიციულ ტკბილეულს, ჰალვას ამზადებენ და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)