|
2018-08-20 16:51:42, 5052 ნახვა
სპორტი
კობახიძე: გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ჩაედო
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ჩაგდება- არჩაგდება, არც ერთი და არც მეორე, ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. მთავარია კანდიდატი როგორი იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მოლოდინი ოპტიმისტური არ არის. „ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ოპტიმისტური და ეს პესიმიზმი დაკავშირებულია იმ პრაქტიკასთან, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული გიორგი მარგველაშვილს. ის ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, და სწორედ ამის გამო ნიშნავდა თავის თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოში. ეს არის სამწუხარო პრაქტიკა.",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტი დაელოდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას და ამის შემდეგ კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს. „ჩვენ არ გვგონია, რომ ხუთი წლის თავზე შეიცვალოს მარგველაშვილის დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პესიმისტური. თუმცა, არც ჩაგდება-არჩაგდება ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. ჩვენ დაველოდებით კანდიდატურას და ამის შემდეგ ვიმოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)