19:23 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 15:32:34, 1225 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: რეგიონებს უკვე ოდეერები მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის მიერ ახალი გუბერნატორების წარდგენას ეხმაურება.

როგორც გოცირიძე აცხადებს, განხორციელებული საკადრო ცვლილებები კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება.

"მთელი ეს საკადრო შემადგენლობა არის საშუალოსნები და რეგიონებს უკვე მართავენ ოდეერები. რეგიონის მართვა პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს ამა თუ იმ ადამიანთა დამოკიდებულებაზე, ძალოვანებთან, სუს-თან, შსს-სთან. ქვეყანა იმართება არა დემოკრატიისა და თუნდაც, ნორმალური პარტიული ცხოვრების წესით, არამედ იმართება კულუარულად და პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ბუნებრივია, რომ ეს ინტერესები პირდაპირ მიდის ბიძინა ივანიშვილთან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმამამუკა ბახტაძემ 7 ახალი გუბერნატორი წარადგინა. შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, მცხეთა-მთიანეთის - შალვა კერესელიძე,  სამეგრელო-ზემო სვანეთის - ალექსანდრე მოწერელია, ქვემო ქართლის - შოთა რეხვიაშვილი, სამცხე ჯავახეთის - ბესიკ ამირანაშვილი, გურიის - ზურაბ ნასარაია, ხოლო იმერეთის გუბერნატორის პოსტი შავლეგო ტაბატაძემ დაიკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics