17:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 15:07:21, 841 ნახვა

საზოგადოება
ნადირობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 აგვისტოს დაიწყება

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ნაცვლად დადგენილი 1 სექტემბრისა,  ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყება.

სამინისტრომ ნორმატიულ აქტში ცვლილება ქვეყნის ტერიტორიაზე სანადირო არეალის მნიშვნელოვნად შემცირების გამო შეიტანა. არეალის შემცირება სანადიროდ ნებადართული მინდვრების დიდი ნაწილის გადაწვამ (დაუდევრობით გამოწვეული ხანძრები) გამოიწვია.

სანადირო არეალის შემცირება სანადიროდ ნებადართულ ტერიტორიებზე მონადირეთა დიდი რაოდენობის კონცენტრირების რეალურ საფრთხეს ქმნის. საქართველოში, დღეისათვის, 40 000-ზე მეტი მონადირეა რეგისტრირებული.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2018-2019 წლების სანადირო სეზონის დაწყების თარიღად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, 18 აგვისტო გამოცხადდა.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics