21:59 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 13:58:29, 893 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი მოიკლო და კიდევ მოიკლებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტი საკმაოდ შეამცირა და კვლავაც შეამცირებს.

კერძოდ, ხადურის თქმით,  მინისტრად დანიშვნის პირველ წელს, მისმა უწყებამ ბიუჯეტი 25%-ით შეამცირა.

"ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი მოიკლო და კიდევ  მოიკლებს. პირველივე წელს, როცა დავინიშნე მინისტრად, 25 მლნ  ლარი, ანუ 25% -ით შევიმცირეთ ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტრომ.წელსაც შეიმცირა ბიუჯეტი,  უბრალოდ ფინანსთა სამინისტროს ხარჯების ნაწილი, რომელიც იყო,  მიმართული იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დასაფინანსებლად. ეს არის  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური  შეხვედრა",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ამასთან, ნოდარ ხადურმა დაანონსა, რომ დაახლოებით 2 კვირაში, თბილისში, ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შხვედრა გაიმართება.

"არანაკლებ მნიშვნელოვანი სტუმრები ჩამოვლენ საქართველოში",-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ  ხადურს დაავალა,  10 ივნისამდე ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი  წარმოადგინოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics