|
2015-06-04 10:46:17, 671 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ილია ო. და 1995 წელს დაბადებული თორნიკე ჭ. ჯგუფური ქურდობის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩაზე ღამით იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და თანხის შესანახი ყუთი მიითვისეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის ინსტრუმენტები და რეზინის ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ილია ო. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. იგი ასევე მის მიერ მიმდინარე წლის მაისში, ქობულეთში, სხვადასხვა ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის 4 ფაქტსაც აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)