17:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 18:09:27, 708 ნახვა

კომენტარი
იზორია: შეიარაღებული ძალების სიძლიერე ის საფუძველია, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცე, თითოეული მოქალაქის ღირსების დაცვა ჰქვია

„თქვენი სახით შეიარაღებულ ძალებს ვაძლიერებთ არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ მტკიცე სულით, პროფესიონალიზმითა და შემართებით", - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. 

მან კურსდამტავრებულებს სიტყვით მიმართა: 

"სწორედ, თქვენნაირი ძლიერი ადამიანები სჭირდება  ჩვენს ქვეყანას მშვიდობისთვის. არ გვაქვს სხვა ალტერნატივა  გარდა იმისა, რომ მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობითა და სიყვარულით გავუწოდოთ ხელი აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ის საფუძველი, რაც გვაძლევს  წინაპირობას იმ ამოცანების განხორციელებისთვის, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცე, ტერიტორიების გაერთიანება, გამთლიანება და თითოეული მოქალაქის ღირსების დაცვა ჰქვია“, - განაცხადა მინისტრმა. 

თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ კურსდამთავრებულს, რომელმაც სამშობლოსათვის სამსახური გადაწყვიტა, მათ მშობლებს. ლევან იზორიამ კურსდამთავრებულებს, ქვეყნის მშვიდობისთვის წარმატებული სამსახური უსურვა. სიტყვით მიმართვისას, მან, ასევე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელების, პროფესორ-მასწავლებლების იუნკერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე ისაუბრა. 

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics