07:06 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 10:35:27, 539 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დაიტბორა

თბილისში, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმის შედეგად, გვიან ღამით, ადიდებული მდინარე ვერე ჯებირებიდან გადმოვიდა და თავშესაფარი დატბორა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 12 ძაღლი დაიხრჩო.

ამასთან, დატბორილია თავშესაფრის სამი ავტომობილი, დაზიანდა ძაღლების ადგილსამყოფელიც.

მომხდართან დაკავშირებით თავშესაფრის ადმინისტრაციამ Facebook-ის გვერდზე განცხადება გაავრცელა: „ჩვენთვის ეს დილა არ შეიქნა მშვიდობიანი!
გვიან ღამით, ადიდებული მდინარე ვერე ჯებირებიდან გადმოვიდა და დატბორა თავშესაფარი.
საფრთხე შეუქმნა ჩვენი ბინადრების სიცოცხლეს. სამწუხაროდ, ყველა ბინადარის გადარჩენა ვერ შევძელით...
ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება თქვენი თანადგომა!
აღარ გეპატიჟებით, ვიცი რომ მოხვალთ!
ვაკე–საბურთალოს გზაზე, გივი სვანიძის 30 ნომერში!“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics