10:11 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 15:32:15, 955 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე პეტრე: პრეზიდენტის სინდისზე იყოს ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა

„მოვუწოებ პარლამენტში უკვე არსებული კომისიას, რომელიც მოქმედებს და მუშაობს ეფექტურად, გამოითხოვოს ე.წ. ციანიდის საქმე და ჩაერთოს დიდსულოვნად ამ პროცესში“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განაცხადა.
მეუფე პეტრე იმ სასულიერო პირებს შორისაა, ვინც იცავს დეკანოზ გიორგი მამალაძეს და სჯერა, რომ ის უდანაშაულოა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ წმ. სინოდმა დაუყოვნებლივ უნდა შექმნას კომისია, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე საზოგადოებას პასუხს გასცემს.
 „მათ მოინდომეს პილატეს მსგავსად ხელები დაებანათ და თავი აარიდეს პასუხისმგებლობას. მაგრამ როგორც პილატეს არ მიეტევა ქრისტეს სასამართლოსაგან თავის არიდება და ის უმკაცრესად დაისაჯა, ასევე უმკაცრესად მოეთხოვებათ პასუხი ადამიანებს რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული, სამწუხაროდ, დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი. წმ. სინოდმა უკვე დაუყოვნებლივ იმოქმედოს მიღებული  გადაწყვეტილების და განჩინების შესაბამისად და შექმნას კომისია, რომელიც ქართველ ერს საბოლოოდ ეტყვის სიმართლეს. პარალელურად  წმ. სინოდის კომისიისა პარლამენტში უკვე არსებული კომისია, რომელიც მოქმედებს და მუშაობს ეფექტურად გამოითხოვოს ე.წ. ციანიდის საქმე და ჩაერთოს დიდსულოვნად ამ პროცესში. იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics