12:41 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 15:06:10, 920 ნახვა

საზოგადოება
„მერო ისმინე ხალხის ხმა“ - აქტივისტები მოსკოვის გამზირისთვის ტატუნაშვილის სახელის დარქმევას ითხოვენ (ვიდეო)

"მერო ისმინე ხალხის ხმა", - ამ სლოგანით მოძრაობამ "რუსეთი ოკუპანტია" პერფომანსი გამართა. 

მოძრაობის აქტივისტებმა პერფომანსის ფარგლებში, მოსკოვის გამზირს სახელი შეუცვალოს. კერძოდ, ერთ-ერთ კორპუსზე განთავსებული აბრა, წარწერით  - "მოსკოვის კამზირი", ახალი აბრით - "არჩილ ტატუნაშვილის გამზირი" ჩაანაცვლეს. 

შესაბამისი პერფომანსის ამსახველი ვიდეო ორგანიზაციამ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. 
აღსანიშნავია, რომ ვიდეოში აქციის მონაწილეებს სახეზე თბილისის მერის კახა კალაძის ნიღბები უკეთიათ. ისინი მერის სახელით საუბრობენ. 

როგორც ფსევდო-მერი აცხადებს, მას უხარია, რომ თავის გუნდტან ერთად იქნება პირველი, ქუჩას სახელს შეუცვლის. 

"ვიმყოფებით მოსკოვის გამზირზე. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი, ამ ქუჩას ქალაქის არც ერთმა ხელმძღვანელობამ სახელი არ შეუცვალა. მიცარია, რომ მე და ჩემი გუნდი ვიქნებით პირველები ვინც მოუსმენს ქალაქელებს, ზოგადად ქართველების აზრს, გაითვალისწინებს იმ ძალიან მრავალრიცხოვანი,ძლიერი პეტიციის შედეგს და დღეიდან ამ ქუჩას დაერქმევა საქართველოს გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ქალაქის მერია, ვუერთდებით 7 აგვისტოს 19:00 საათზე რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დაგეგმილ აქციას, რომელიც ოკუპაციის თემას მიეძღვნება", - განაცხადეს პერფომანსის მონაწილეებმა. 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
აშშ-მ ირანის პორტისკენ მიმავალი ტანკერი დაარტყა და სპარსეთის ყურის სტრატეგიულ კუნძულზე მდებარე ობიექტებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics