|
2018-08-02 13:33:30, 728 ნახვა
საზოგადოება
მომხდარი ჩხუბის გამო სამხედრო ჩინოსნები გადააყენეს
"პირველ აგვისტოს გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან ამავე აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ. , აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ. , საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ. , ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ.", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდა აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების სარდლობის ანწუხელიძის სახელობის სერჟანტა აკადემიის, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის დაცვით უზრუნველყოფას არ ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. "სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს სერჟანტთა აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული. შესაბამისად, ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, სამხედროებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 3 სამხედრო მოსამსახურა დაიჭრა, ხოლო 2 დაშავდა. ისინი დაავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
აშშ-მ ირანის პორტისკენ მიმავალი ტანკერი დაარტყა და სპარსეთის ყურის სტრატეგიულ კუნძულზე მდებარე ობიექტებს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)