|
2015-06-03 12:08:24, 600 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი - დადეშქელიანების სახლის ფოტო
საქართველოს ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტია ფოტო დადეშქელიანების სახლისა, რომელიც აშენებულია XIX საუკუნის მიწურულს დადეშქელიანების სამთავრო რეზიდენციასთან ახლოს. „ერთი ახალი ხის სახლი და დადეშქელიანებისა ... ბალკონის ქვეშ მოსჩანს სპილენძის ქვაბები, რომლებიც მიწიდან ამოუღიათ გათხრის დროს და რომელნიც კუბოს მაგიერ ყოფილან ნახმარნი ... ძველ შენობებში დადიშკელიანებისა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხის ბეღელი, სულ მოხარატებული და შემკობილი საუცხოო ჩუქურთმებით ... დადიშკელიანების ეზოს ამშვენებს შტოებგაშლილი დიდი ჭადარი, რომლის ქვეშ იკრიბებიან როგორც ოჯახობა დადიშკელიანთ, ისე სოფლელები, აქ არის სჯა-ბაასი საზოგადო საქმეებზე, სასამართლო, ფიცი, პირობების დადება თუ სხვა თათბირი“ - ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. ამ სახლში არსებული ტრადიციით დადეშქელიანებთან მოსული ყველა სტუმარი საკუთარ ხელრთვას - ავტოგრაფს ტოვებდა სახლის კედლებზე. სამწუხაროდ, სახლი ამჟამად აღარ არსებობს, 1917 წელს დაინგრა. ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)