|
2018-07-25 19:04:58, 1210 ნახვა
სხვადასხვა
გერმანული გამოცემა: საქართველოში ლგბტ პირებს, რომლებსაც აივ ინფექცია აქვთ, არ მკურნალობენ
საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც გერმანიამ უსაფრთხო სახელმწიფოების სიაში შეიყვანა და ლტოლვილად ჩაბარების შანსი ფაქტობრივად გაუუქმა, ლგბტ პირებს, რომლებსაც აივ ინფექცია აქვთ, არ მკურნალობენ, შედეგად ისინი იხოცებიან - ამ შინაარსით გამოვიდა გავლენიანი გერმანული გამოცემის სკანდალური სტატია. გამოცემა "ტაზ"-ის ჟურნალისტს ბოლო ფაქტი მოჰყავს, მისი მტკიცებით, გასულ კვირას 24 წლის, ტრანსგენდერი ლიკა ბათუმის კლინიკაში ტუბერკულოზით მოკვდა, მას მკურნალობაზე უარი უთხრეს. გამოცემის განმარტებით, ჰომოფობიურ საქართველოში ეს ნორმალურ მოვლენად ითვლება რადგან უმრალვლესობა ამ ადამიანების მიმართ სასტიკია. გამოცემა მკაცრად აკრიტიკებს გერმანიის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სამეულში შეიყვანა. "ექსპრესნიუსისგან" აღსანიშნავია, რომ აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის სფეროში საქართველო წარმატებული ქვეყანაა. ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1995 წლიდან დაიწყო შიდსის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება. საქართველოში პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. საქართველო შიდსის გავრცელების ერთ-ერთი დაბალი პრევალენტობის ქვეყნად ითვლება, მაგრამ ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ეს რიცხვი მაინც ბევრია და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. 2004 წლიდან საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპაში, უზრუნველყო აივ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა. შედეგად, მკვეთრად გაიზარდა გადარჩენის მაჩვენებელი. 2017 წლის 1 დეკემბრისთვის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ. ცენტრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაციდა 1698 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე. შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა და 2017 წლისათვის აივ/შიდსით ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 12000-ს აღწევს. ბოლო მონაცემებით, შიდსი განუვითარდა 3648 ავადმყოფს და 1339 გარდაიცვალა. 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, გამოვლინდა აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა; არვ (ანტირეტროვირუსულ) მკურნალობას იტარებს 4018 პაციენტი, მათგან 48 – ბავშვია. აივ/შიდსის ახლად გამოვლენილ შემთხვევებში, ინფექციის გადაცემის გზების განაწილების ყოველწლიური დინამიკა მიუთითებს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ხვედრითი წილის შემცირებაზე, სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევები კი მომატებულია, განსაკუთრებით მსმ ხარჯზე.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)