|
2018-07-19 15:55:41, 584 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება
28-29 ივლისს, ბათუმი ფრანების ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანი სპორტული, სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარებაა. ღონისძიება დღის 12 საათიდან, ბათუმის ცენტრალური პარკის პირდაპირ ზღვის სანაპიროზე დაიწყება. 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანის გაშვებასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ სპორტული ფრანების შოუთი, გაუშვან თავიანთი ფრანები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მასტერკლასებში: სამოყვარული და სპორტული ფრანების გაშვება, ხელნაკეთი ფრანების აწყობა. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები. ფესტივალი ‘Kitedreams Georgia“ -ს ორგანიზებით იმართება. ბათუმში ზაფხული ფესტივალებითა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. წელს, მხოლოდ ივლისში, ქალაქში 60-ზე მეტი კულტურული ღონისძიება იმართება. მათ შორის გამორჩეულია შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც დღეს Black Sea Arena-ზე როკის ლეგენდის, Led Zeppelin-ის სოლისტის რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნება.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)