00:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 19:35:02, 2679 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პუტინთან შეხვედრამ უკეთესად ჩაიარა, ვიდრე ნატო-ს სამიტმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰელსინკიში რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დადებითად აფასებს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, შეხვედრამ ნატო-ს სამიტზე უკეთესად ჩაიარა.

„მიუხედავად იმისა, რომ კარგი შეხვედრა მქონდა ნატო-სთან, როდესაც შევაგროვეთ დიდი ოდენობით ფული, მქონდა უკეთესი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ამგვარად არ გაშუქდა – ყალბი ახალი ამბები შეიშალა. მე შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ნატო-სან. მათ 33 მილიარდი დოლარით მეტი გადაიხადეს და მომავალში კიდევ ასობით მილიარდი დოლარით მეტს გადაიხდიან მხოლოდ ჩემს გამო. ნატო იყო სუსტი, თუმცა ახლა ის კვლავ ძლიერია (ეს რუსეთისთვის ცუდია). მედია კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მე ლიდერებთან უხეში ვიყავი და ფულს საერთოდ არ ახსენებს!“ – წერს ტრამპი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics