00:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 16:05:57, 397 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა ასევე რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობა. ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. „ხელშეკრულებებთან“ დაკავშირებით, რომელიც მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გააფორმა. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics