22:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 09:36:36, 795 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და რეფორმების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედკალი აბილგაზიევმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

სამინისტროს ცნობით, მაჭავარიანმა სტუმარს გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით, რომელსაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად პარლამენტმა ახლახან ნდობა გამოუცხადა.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ფინანსთა მინისტრს წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე  და იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ პრეზენტაციას, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებებით ფინანსთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებს. 

ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციაცა პრემიერ-მინისტრის  ხელმძღვანელობით    საქართველოში  OGP-ის სამიტის ფარგლებში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წამომადგენლები იმყოფებიან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics