11:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 16:54:14, 897 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე და მის კადრებზე

„დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე და მის კადრებზე“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.

გოცირიძის განმარტებით, პარლამენტის თავჯდომარე ცდილობს ყველა შეცდომა, რომელიც მმართველმა გუნდმა დაუშვა, ყოფილ პრემიერს გადააბრალოს.

„დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე პირადად და მის კადრებზე და ეს იმიტომ, რომ მან გაბედა სულ მცირედი ურჩობა ბიძინა ივანიშვილისადმი. დღეს უკვე აბსურდიც კი დააბრალეს, თურმე საქართველოში, რაც კი რამე აფეთქებები მოხდა აი, ამ მაღაროში და სხვაგან, ეს ყოფილა კვირიკაშვილის ბრალი. არ ამბობენ, რომ ის მთავრობა, რომელსაც დააბრალეს დღევანდელი  უბედური შემთხვევა, ფაქტობრივად, მთელი შემადგენლობით არის აქ. გარდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძისა, რომელსაც საგარეო სფერო აქვს. ინფრასტრუქტურას არავითარი კავშირი იმასთან  არ აქვს და ქუმსიშვილი, რომელიც ეკონომიკაში იყო. გამოდის, რომ ესენი ყოფილან დამნაშავეები, ვინც დარჩნენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, თუმცა მისი მტკიცებით, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობამ სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics