09:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 12:23:00, 898 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ვიდრე ტყიბულის შახტა დახურული იქნება, მეშახტეებს ხელფასი აუნაზღაურდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ვიდრე ტყიბულის შახტა დახურული იქნება, მეშახტეებს ხელფასი აუნაზღაურდებათ.

პრემიერმა შახტაში დაღუპული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა და ტანადგომა გამოუცხადა. 

"სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics