20:26 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 16:14:01, 4510 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ექვსი კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონკურსის შედეგად შერჩეული ექვსი კანდიდატურა წარუდგინა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიზო მჭედლიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები წარადგინა; ცესკო-ს წევრის თამაზ შარმანაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო ცესკო-ს წევრის  კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას  კანდიდატურები დაასახელა.

საქართველოს პრეზიდენტის N 08/12/03 განკარულების თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი 2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებით კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა ყოფილიყო საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, რომლიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და არანაკლებ 3 წლის შრომით გამოცდილებასთან ერთად, ექნებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 37 გნაცხადი შემოვიდა, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა. მათგან გიორგი მარგველაშვილმა ექვსი კანდიდატურა შეარჩია.

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics