13:02 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 14:42:11, 572 ნახვა

რეგიონი
შუახევში კიბოს პრევენციისთვის აუცილებელი კვლევები ჩატარდება

შუახევში კიბოს პრევენციისთვის აუცილებელი კვლევები ჩატარდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსმა ნინო გუგუშვილმა სამუშაო შეხვედრა შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან გამართა.

შეხვედრის თემას ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მიმდინარე C ჰეპატიტის მიკროელიმინაცის პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლოდ მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს პრევენციისათვის უფასო სკრინინგის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

ნინო გუგუშვილის თქმით ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში, ამ მიზნით მოსახლეობას კვლევები, როგორც ადგილზე, ასევე ქ. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდებათ. ფრიდონ ფუტკარაძემ კიბოს სკრინინგულ კვლევებში მერიის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭრა გამოთქვა.

შეხვედრას მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, „ევექსის” შუახევის ჰოსპიტალის დირექტორი რომან ხიმშიაშვილი, შუახევის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი ფიქრია ჯუმუშაძე და სხვა ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics