|
2018-07-12 13:19:16, 681 ნახვა
საზოგადოება
ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრას დღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბათუმში უმასპინძლა. შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. სამუშაო შეხვედრაზე დელეგატები პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული ელ-ჯანდაცვის სისტემების კვლევის საბოლოო შედეგებს და კვლევის ექსპერტების რეკომენდაციებს გაეცნენ. ასევე, ერთმანეთს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელ-ჯანდაცვის მიმართულებით ქყვეყნებში განხორციელებული პროგრესი გაუზიარეს. ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა სამოქმედო გეგმა განაახლეს და ევროკავშირში არსებული ელ-ჯანდაცვის პროექტებში პარტნიორი ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. 2017 წლის თებერვალში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე ელ-ჯანდაცვის კავშირის პროტოკოლი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების კვლევა პარტნიორობაში შემავალ ქვეყნებში ჩატარებულიყო, რომელიც 2017 წლის ზაფხულში განხორციელდა. კვლევის შედეგები რიგით მეორე სამუშაო შეხვედრაზე 2017 წლის სექტემბერში განიხილეს. სამუშაო შეხვედრაში ევროკომისიის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და ევროპელი ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)