|
2018-07-11 14:39:23, 709 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა გააცნო
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება და ყველა იმ სამართლიან შენიშვნას მიიღებს, რომელიც შესაძლოა, სერვისების მიწოდების ნაწილში არსებობდეს. „სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისის მერმა გენერალური გეგმის პროექტი წარადგინა. განვიხილეთ ასევე, ის ძირითადი გამოწვევები, რაც ქალაქის განვითარების მიმართულებით არსებობს. სამომავლო ღონისძიებები ერთობლივად დავგეგმეთ, მათ შორის, კანონმდებლობის ფორმირებისა და სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება - მიიღებს ყველა იმ სამართლიან შენიშვნას, რომელიც სერვისების მიწოდების ნაწილში შეიძლება არსებობდეს. შევჯერდით, რომ გენერალური გეგმა, რომელიც თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, ის ფუძემდებლური დოკუმენტი იქნება, რომლის სწორი გამოყენება ქალაქის განვითარების წინაპირობა უნდა იყოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას 50-მდე ორგანიზაციის, მათ შორის, მენაშენეთა ასოციაციის 35 წევრი და არაწევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ძალიან კარგი შეხვედრა იყო. გავეცანით გენერალურ გეგმას და ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დეველოპერების ინტერესის საგანს წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ ის შენიშვნები, რაც გვაქვს, მერიას წერილობითი სახით წარვუდგინოთ. არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ტენდენცია უკეთესობისკენ მიდის“, - განაცხადა მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ასევე, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და მაია ბითაძე ესწრებოდნენ.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)