|
2018-07-09 11:19:20, 1282 ნახვა
სხვადასხვა
4 წლის ბავშვის ცხედარი დამარხული იპოვეს - ბავშვი პანიკურად ტიროდა და ვესროლეო
მთიულეთში, ხადის ხეობაში 4 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით დამარხული იყო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა. ,,ახალგორელი მეცხვარეების მიერ დაქირავებული ასევე ახალგორელი მწყემსია ეჭვმიტანილი. ყველა გაოგნებულია მაგას არ ჩაიდენდაო არ ჯერა ხალხს. არადა აღიარა ყველაფერი”, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. „როგორც ვიცით, ჯერ კაცი მოკლა თოფით. შემდეგ ბავშვს ესროლა და ცხედარი დამარხა. ქალი თოფით არ არის მოკლული. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ან გადახტა ან გადააგდო ხევში. სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობის კვალი არ ეტყობათო. მოტივი ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ხოლო ურთიერთშელაპარაკების მიზეზი ჯერ არაა ცნობილი. უთქვამს, ბავშვი პანიკურად ტიროდა, შემეცოდა და ვესროლეო", - ამბობენ ხადას ხეობის მაცხოვრებლები. შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს, ამასთან იკითხება ყველა ის პირი ვისაც ამ ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს. შსს-ს ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეები დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ასევე მათი 4 წლის ვაჟი. რაიან სმიტის მანქანა გზის პირას ნახეს, მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ქალის ცხედარი კი ჩანჩქერთან. მაშველებმა ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)