12:04 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 17:54:46, 616 ნახვა

რეგიონი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჭუბერში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად,  სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა,  სადაც   ადგილზე გაეცნობიან  მდინარე ნენსკრაზე  მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და გასცემენ რეკომენდაციებს შემდგომი რეაგირებისათვის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში,  სავარაუდოდ,  უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც გამოიწვია  ღვარცოფული პროცესების განვითარება.

სააგენტოს ცნობით, 5 - 8 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია  ამინდის მკვეთრი გაუარესება; დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და  ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე  წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება მოხდეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics