03:25 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 18:25:05, 1000 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სტრუქტურულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა სტრუქტურულ ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3 დეპუტატი წინააღმდეგი იყო. 

ცვლილებების შემდეგ, 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება. კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics