22:36 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 12:07:47, 569 ნახვა

საზოგადოება
​ენმ - მთავრობა 900 კონდენციონერს იყიდის 20 დღეში, როდესაც გამოცდები ფაქტობრივად დასრულებული იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ საგამოცდო ცენტრს კონდენციონერების შესყიდვის თაობაზე ტენდერი გამოეცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ტენდერის მიხევით, საგამოცდო ცენტრმა 20 კალენდარულ დღეში, 2 მილიონი ლარის ღირებულების კონდენციონერები უნდა შეისყიდონ. საკრებულოს დეპუტატის თქმით, პრემიერის ბრძანება 29 ივნისით არის დათარიღებული.

 „ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გვითხრეს, რომ  საგამოცდო ცენტრებში კონდენციონერების დამონტაჟება ვერ მოხერხდებოდა, რომ ხმაურიდან გამომდინარე ეს აბიტურიენტებისთვის კარგი არ იქნებოდა. თუმცა,  ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო კონდენციონერების შესაძენად. ეს არის პრემიერის ბრძანება, რომელიც 29 ივნისით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის თანახმად კონდენციონერების შესაძენად 20 კალენდარული დღეა მითითებული, თუმცა გამოცდები დღეს დაიწყო და ამ ვადაში ფაქტობრივად დასრულებული იქნება. ანუ, დახარჯავენ 2 მილიონს, იყიდიან 900 კონდენციონერს, მაგრამ რისთვის გამოიყენებენ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ეს თანხა იფლანგება. მნიშვნელოვანია ამას პრემიერმა გასცეს პასუხი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ხდება ამ კონდენციონერების შესყიდვა", - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics