21:28 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-01 13:07:08, 563 ნახვა

საზოგადოება
ჯავის ქუჩის სამი შესახვევი და თიგიშვილის პირველი შესახვევი კაპიტალურად შეკეთდა

ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის სამ შესახვევში, ასევე, თიგიშვილის პირველ შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ჯავის მე-2 და მე-3 შესახვევების ქანობიან მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყო, ძირითად ნაწილზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. გზა ასევე, მოასფალტდა ჯავისა და თიგიშვილის პირველ შესახვევებში. თიგიშვილის შესახვევში, გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და გზის დამჭერი ორი საყრდენი კედელი აშენდა.   

შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„ქანობიანი რელიეფის გამო, გზის რეაბილიტაცია ჯავის მე-2 და მე-3 შესახვევებში განსაკუთრებით რთული იყო. აღნიშნულ მისამართებზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია GWP-მ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა. რაიონის გამგეობამ ჯავის პირველი, მე-2 და მე-3 შესახვევები კაპიტალურად შეაკეთა და მოსახლეობა უკვე რეაბილიტირებული გზით სარგებლობს. მომდევნო წელს საგზაო ინფრასტრუქტურას ჯავის ქუჩის სხვა შესახვევებშიც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.  

აღნიშნული პროექტებით გზის საფარი სულ 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 337 000 ლარი გამოიყო.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics