|
2018-06-29 11:49:30, 6244 ნახვა
კულტურა
მაგთი კლუბში „ცოცხალი კომუნიკაცია“ გრძელდება
მაგთი კლუბის პროექტის, „ცოცხალი კომუნიკაციის“ ფარგლებში 29 ივნისს, 20:00-ზე, რუსთაველის 22-ში გაიმართება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფერმწერ-გრაფიკოსის, ქეთი დავლიანიძის პერსონალური გამოფენა. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ასევე კერძო კოლექციებში: რუსეთი (მოსკოვი), ესპანეთი (ბარსელონა), გერმანია (ბერლინი, დიუსელდორფი), აშშ (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ატლანტა). ქეთი დავლიანიძეს არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონია და მრავალ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მაგთი კლუბის პროექტი „ცოცხალი კომუნიკაცია“ წელიწადზე მეტია, რაც მასპინძლობს ლიტერატურის, ხელოვნების, თეატრისა და კინოს, მეცნიერების დარგების წარმომადგენლებს, მათ შორის იყვნენ: გელა ჩარკვიანი, დათო ტურაშვილი, დათო გაბუნია, მანანა მენაბდე, ზურაბ რთველიაშვილი, ერეკლე დეისაძე, რუსუდან რუხაძე, ქეთევან მეფარიძე, თამთა მელაშვილი, ლიზი ბუდაღაშვილი, რამაზ იოსელიანი, რუსუდან ბოლქვაძე, მზექალა შანიძე, ზურა ყიფშიძე, გიორგი ყიფშიძე, ვანიკო თარხნიშვილი, გიგა ბათიაშვილი.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)