|
2018-06-29 11:01:49, 633 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე ღომას და საყენდრიას მთებში მოიალაღეებს შეხვდა
შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე საკრებულოს წევრებთან ერთად ღომას და საყენდრიას მთებში იმყოფებოდა, შეხვდა მოიალაღეებს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. ღომას მთის დასახლებები ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრის სიმაღლეზე, ცენტრალური მაგისტრალიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. გარდა სამკურნალო-მინერალური წყლებისა, ღომა ზამთრის კურორტის მოწყობის შესაძლებლობასაც იძლევა. მთებში აღდგენილია ზამთრის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობას სრულად მიეწოდება ელექტროენერგია. ორივე მთის მოიალაღეებს სეზონის დასრულებამდე მოემსახურება ექთანი, პერიოდულად მოხდება ამბულატორიის ექიმების გასვლაც. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით წაბლანიდან ღომას მთაში მოეწყო ბეტონის საფარი. იგეგმება მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და განვითარებაც.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)