|
2015-06-01 10:02:13, 373 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ხიდებზე მოძრაობა შეიზღუდება
მეტეხის საგვირაბო კომპლექის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე 1 და 2 ივნისს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის პანდუსით მარცხენა სანაპიროდან. ორი დღის განმავლობაში მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის პანდუსით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ „ხიდსაცდელი ცენტრის“ დასკვნით აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, მიმდინარეობს ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა. შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოებს შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს. მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების რეაბილიტაცია 10 ივნისს დასრულდება“,-აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)