01:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 15:05:11, 734 ნახვა

კომენტარი
კილაძე ოკუპირებული ცხინვალის „შავ სიაზე“: შეუძლიათ წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოკუპირებული ცხინვალის მიერ თბილისის საპასუხოდ "შავი სიის" შექმნას ეხმაურება.

როგორც კილაძემ აღნიშნა, ოკუპირებული რეგიონს მსგავსი ტიპის სიის შექმნის ლეგიტიმაცია არ აქვს.  

"თუ ცხინვალი გააკეთებს რაღაც სიას ეს ვერ იქნება ლეგიტიმური და ეს ვერ იქნება ის სია, რომლითაც ვინმემ ვინმე უნდა მისცეს პასუხისგებაში, ვერც საქართველოს დონეზე და ვერც საერთაშორისო დონეზე. ამიტომ მათ შეუძლიათ წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია რომ ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცვას მოემსახურება. ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმაცია, ჩვენ გვაქვს ამის უფლება და ვალდებულნიც ვართ რაც შეიძლება მეტი ასეთი ტიპის ნაბიჯები გადავდგათ",- განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის პეტრე გასიევის განცხადებით, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" საპასუხოდ, ოკუპირებული რეგიონი "შავ სიას" ამზადებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics