20:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 16:21:48, 540 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგი „პოზიტიური სელექციის საფუძვლები“ ჩაუტარდათ.

სასწავლო კურსი მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემების სიმულირების, პოზიტიური სელექციისა და თესლის დეგენერაციის ძირითად საფუძვლებისა და მოდელირების, კარტოფილის სათესლე მასალის სერტიფიცირების და ინ ვიტრო მიკლოკლონური გამრავლების საკითხებს.

„ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მეწარმეს შესაძლებლობა ეძლევა აიმაღლოს ცოდნა, გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიებს  და, შედეგად, მეტი სარგებელი მიიღოს. ნებისმიერ სექტორში სრულფასოვანი განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების არსებობა; კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი კი, მეკარტოფილეობის დარგში ლიდერია“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის მიზანი საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარება და ფერმერებისთვის დარგის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაა. პროექტი ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. მხარეები მავნებელ დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების და მოსავლიანობის გაზრდის ერთობლივი კვლევების პროექტზე მუშაობენ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics