|
2018-06-27 12:29:12, 7550 ნახვა
Lifestyle
დიაბეტის მქონე ადამიანებს „ყავის დიეტას“ დაუნიშნავენ
შვეიცარიელმა და ფრანგმა მეცნიერებმა, რომლებიც ციურიხის და ბაზელის უნივერსიტეტებში ადამიანის ორგანიზმზე ყავის ზემოქმედებას აკვირდებოდნენ, საზოგადოებას ერთობლივი ნაშრომი წარუდგინეს. კვლევის საგანი ადამიანის ორგანიზმში კოფეინის მიღებით გამოწვეული რეაქციები და აღნიშნული ნივთიერების მავნებლობა გახლდათ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კოფეინის გარკვეული დოზის მიღების შემდეგ პანკრეასი ინსულინს გამოყოფს. ნაშრომს მეცნიერული ჟურნალი Nature Communication აქვეყნებს. ადამიანებს, რომლებსაც დაავადება დიაბეტი დაუდგინდათ, სისხლში გლუკოზის ზედოზირებული რაოდენობა შეენიშნებათ. იმისათვის, რომ გლუკოზა განეიტრალდეს ექიმი პაციენტს უნიშნავს პრეპარატს, რომელიც უჯრედებს ინსულინზე მეტად მგრძნობიარეებს გახდის. ფრანგი და შვეიცარიელი მეცნიერების ახალი პრეპარატი, რომელიც გლუკოზის სინთეტიკურ რეგულატორს შეიცავს ამ დაავადებასთან ბრძოლაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვლება. ახალ სინთეტიკურ ჰორმონს მეცნიერებმა სახელი C-STAR (ინგლ. caffeine-stimulated advanced regulators) შეურჩიეს. საქმე იმაშია, რომ პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ C-STAR-ს აქტივაციისთვის კოფეინი დასჭირდება. ამ ორი ინგრედიენტის დიფუზიის შემდეგ ინსულინის აქტივიზირება და სისხლში არსებული გლუკოზის დიდი ხნით ბლოკირება ხდება. ცდებმა აჩვენა, რომ იმ თაგვებს, რომლებიც C-STAR-ით გაჯერებულ პრეპარატებთან ერთად კოფეინს იღებდნენ სისხლში გლუკოზის შემცველობა უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ C-STAR-ს კოფეინის გარეშე იღებდნენ. მეცნიერებმა ამასთან ერთად კოფეინის ყველაზე "ჯანსაღი" დოზა დაადგინეს - ადამიანს, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები არ გააჩნია, დღეში 3 - 4 ფინჯანი ყავა შეუძლია მიირთვას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)