|
2015-05-31 14:34:23, 578 ნახვა
სამართალი
გიორგი მარგველაშვილი: მჯერა, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, 2014 წლის კატასტროფული სტატისტიკა, წელს აღარ გამეორდება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც პრეზიდენტმა ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დარწმუნებულია, რომ პოლიციელები ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან. "2014 წელი იყო ქლთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი. ჩვენ ამის ახსნა გვიჭირს დღეს იმიტომ, რომ ეს არი არის ჩვენ ბუნებაში, საზოგადოებაში. მაგრამ მე მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პრიფესიონალურად და ფსიქოლოგიის სხვა ბევრი დეტალის კარგი ცოდნით შეძლებენ და ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან.ამიტომ, 2015 წელი მე ქალთა წლად გამოვაცხადე და დარწმუნებული ვარ, რომ ის კატასტროფული სტატისტიკა, რაც 2014 წელს გვქონდა, წელს აღარ გამეორდება.მინდა მადლობა გითხრათ ყველას სამსახურისთვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების წინაშე",-მიმართა პრეზიდეტნმა პოლიციელებს. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)