|
2018-06-26 13:58:54, 566 ნახვა
რეგიონი
ყაზახი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ
აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ყაზახი ჟურნალისტები რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ. წამყვანი ტელეკომპანიებისა და მედიაგამოცემების 10-მდე ჟურნალისტი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობს. მათ უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ასევე დაესწრნენ დელფინების შოუს და მონაწილეობა მიიღეს აჭარული ხაჭაპურის კულინარიულ მასტერკლასში. გარდა ამისა, იმოგზაურეს მთიან აჭარაში და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. კერძოდ, კი გაიარეს ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტი, ეწვივნენ ადგილობრივ ღვინის მარანს, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო ფოლკლორის თანხლებით დააგემოვნეს. ისინი ასევე, დაესწრნენ ევროპის ჩემპიონატს ყაზახურ ჭიდაობაში, რომელიც ბათუმში გაიმართა. ყაზახეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც რეგიონში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მზარდია. გარდა პრესტურების და ინფოტურების ორგანიზებისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონს ყაზახეთში გარე და აქტიური ონლაინ რეკლამით უწევს პოპულარიზაციას.
(NS)
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)