19:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 11:24:00, 612 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონის შვიდ მისამართზე სპორტული მოედნები ეწყობა

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეები აქტიურად ვითარდება. მუხიანის მე-3 მიკრორაინის N10-14 კორპუსებთან ახალი სპორტული მოედანი ეწყობა. 

ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ხუთ მისამართზე ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნები ეწყობა, ორ მისამართზე კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე, ორ მისამართზე - I მ/რ-ის N20 ა კორპუსთან და მუხიანში მე-4 ა მ/რ-ის N17 კორპუსთან კალათბურთის მოედანი უკვე მოეწყო.

მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე  ადგილზე გაეცნო.

„გლდანის რაიონში როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას ვახორციელებთ. ხუთ მისამართზე სრულიად ახალი კომბინირებული მოედანი ეწყობა, ორ სპორტულ მოედანს კი, რეაბილიტაცია უტარდება. ამასთანავე, ორ მისამართზე უკვე მოვაწყვეთ კალათბურთის მოედანი. გლდანის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის პროცესში აქტიურად არის ჩართული და ახალგაზრდებისთვის მეტი სპორტული სივრცის მოწყობას აქტიურად გააგრძელებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics