|
2018-06-26 11:07:24, 562 ნახვა
რეგიონი
სამეგრელოს რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს და თემატური ბროშურები გადასცეს. სამინისტროს ინფორმაციით, მცენარეთა დაცვის, ციტრუსის და დაფნის მოვლა-მოყვანის და ვეტერინარიის საკითხებზე ადგილობრივებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სპეციალისტებმა ერთი კვირის განმავლობაში აბაშის, ზუგდიდის, სენაკის და ხობის 18 სოფელი მოიარეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და კონსულტაციების გაწევაა.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)