19:20 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 16:26:34, 646 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას მერიის გენდერულ საკითხთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გენდერული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად თბილისის მერიაში 2018 წელს განსახორციელებელი  ძირითადი აქტივობები განიხილეს.

თბილისის მერია გენდერის საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს, რომლებთანაც ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, გენდერული მეინსტრიმინგის, გენდერული ბიუჯეტირების, საინფორმაციო, თბილისის მუნიციპალიტეტში კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებისა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, სასწავლო ტრენინგები დაიგეგმა.

გენდერული პოლიტიკის განხორციელების პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა რაიონის გამგეობა და საქალაქო სამსახური აქტიურადაა ჩართული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics