22:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 17:23:40, 447 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურორებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  პროფესიული დღე მიულოცა. 
„პროკურატურის მუშაკთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ქართველ პროკურორებს, საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქართულ სახელმწიფოს.
დღეს ძალიან დიდია პროკურორების როლი კანონიერების დაცვისა და დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. პროკურორობა რთული და საპატიო საქმეა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. დღეს თქვენმა პროფესიონალიზმმა, სახელმწიფოსა და საქმისადმი ერთგულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა – ჩვენს ხალხსა და ქვეყანას თქვენი უანგარო და თავდადებული სამსახურის იმედი აქვს.
მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს იმ წვლილისათვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენს სახელმწიფოში კანონიერების დაცვის საქმეში. ყველას გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს“,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მისალოც   განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics