|
2018-06-20 20:41:20, 668 ნახვა
რეგიონი
25 ივნისიდან გორის გვირაბის ერთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
25 ივნისიდან გორის გვირაბის ერთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88–ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო, 2018 წლის 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)