16:42 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 18:47:03, 819 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, პროექტი ფარგლებში, სკვერებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება.

ბალანჩივაძის ქუჩაზე სკვერში ბავშვებისთვის გასართობი ზონა უკვე განთავსდა. საბავშვო-გასართობი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება დაგეგმილია ასევე, ბერიტაშვილის ქუჩაზე.

სამივე სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში სკვერების რეაბილიტაცია ამ დროისთვის შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაიონში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და დასასვენებელი სივრცე  გვქონდეს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერების რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 388 769 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, „გრინსერვის+“ ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics